სიახლეები და საჭირო ლინკები

ბლოგის მიზანია:

დაინტერესებულ მოსწავლეებს, მასწავლებელებს თუ სხვა ისტ -მიმართულებით დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ ჩვენი საქმიანობები, აქტივობები პროექტები , ვიდეო რესურსები, გამოვაშუქოთ სიახლეები, ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები.

ვაჩვენოთ ჩვენს სკოლაში ამ მიმართულებით განხორციელებული ინოვაციები. ბლოგი მოიცავს ტექსტურ, გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალებს. აქ წარმოდგენილი ჩანართები და ლინკები საშუალებას გვაძლევს სრაფად მოვახდინოთ და განვახორციელოთ წვდომა ყველა საგანმანათლებლო და შესაბამისად საჭირო კომპეტენციის ცენტრებთან თუ ვებ-გვერდებთან.

ბლოგი ერთგვარი მოტივატორიც არის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

Friday, April 26, 2019

კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზება

108 საჯარო სკოლის ისტ-ის პედაგოგის ირინე მარკოზაშვილის მიერ განხორციელდა  კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზება. (მეორე შეხვედრა)
შეხვედრის თემები იყო:


1.      შეფასების  მეთოდებისა და ინსტრუმენტების  განხილვა;

2.      Padlet - აპლიკაციის, როგორც სხვადასხვა მიზნობრივი კომუნიკაციისა  და თანამშრომლობის საშუალება.


შეხვედრები განხორციელდა : 22.04.2019; 23.04.2019; 25.04.2019; 30.04.2019;
შეხვედრის მიზანი :
·         მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობა.
·          სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება;
·          შეფასების განსხვავებული მიზნებიდან გამომდინარე შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;

პედაგოგები გაეცნენ შეფასების მეთოდებსა და ინსტრუმენტებს:
·         მოსწავლეთა საჭიროებების შეფასებისათვის
·         თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის
·         პროგრესის მონიტორინგისათვის
·         ნასწავლის გააზრების შემოწმება და მეტაკოგნიტური აზროვნების ხელშეწყობისათვის;
შეძლებენ თანამშრომლობისა და მიზნობრივი კომუნიკაციისათვის ონლაინ აპლიკაციის Padlet -ის გამოყენებას და განათავსებენ რეფლექსიას.

დანართი1

Sunday, March 3, 2019

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება


108 საჯარო სკოლის ისტ-ის პედაგოგის ირინე მარკოზაშვილის მიერ განხორციელდა  კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზება.
შეხვედრის თემები იყო:

შეხვედრა განხორციელდა  5.02.2019; 7.02.2019; 12.02.2019; 14.02.2019; 19.02.2019; 21.02.2019;

1.      საგანმანათლებლო სოციალური ქსელი “ Edmodo” - ს შესაძლებლობები და მისის გამოყენება სასწავლო პროცესში.

      2.      Hangout - აპლიკაციის, როგორც სხვადასხვა მიზნობრივი კომუნიკაციისა და ვიდეო-კონფერენციის საშუალება.
       3.      ვიდეო-რესურსების შექმნისათვის  Move Live Maker-ის ინსტრუმენტის გაცნობა და სასწავლო პროცესში გამოყენება.
          დანართი 1. 

       დააჭირეთ ლინკს-
     შეხვედრის მიზნები
     
                          შეხვედრის მიზანი:
·         მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება:
·         ისტ- ის ინტეგრირება სასწავლო პროცესში
·         ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენებით მოსწავლეებისათვის სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზება და კომპიუტერთან დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
·         საგანმანათლებლო-სოციალური ქსელის “ Edmodo” - ს შესწავლა და მისი საგაკვეთილო პროცესში ჩართვის შესაძლებლობების გარკვევა, საგნებთან ინტეგრირება.
·         მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან კოლეგებთან მშობლებთან კომუნიკაციის ხარისხის შესაძლებლობა.
·         “ Edmodo” - ს როგორც ვირტუალური ოთახის შესაძლებლობების ინტეგრირება სწავლა-სწავლების შეფასების განხორციელებაში.
·         მასწავლებელი-მოსწავლის ინტერაქციის ხელშეწყობისათვის Hangout - აპლიკაციის შესწავლა
·         ციფრული და მედია წიგნიერების კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობისათვის Move Live Maker-ის ინსტრუმენტების გამოყენებით ვიდეო-გაკვეთილის მომზადება



Saturday, December 15, 2018

ფიროსმანი და ჩვენ

ჩვენი მოსწავლეები შეეცადნენ გაეცოცხლებინათ ნიკო ფიროსმანის ნახატები ანიმაციის დახმარებით და წარმოედგინათ თქვენთვის.