სიახლეები და საჭირო ლინკები

ბლოგის მიზანია:

დაინტერესებულ მოსწავლეებს, მასწავლებელებს თუ სხვა ისტ -მიმართულებით დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ ჩვენი საქმიანობები, აქტივობები პროექტები , ვიდეო რესურსები, გამოვაშუქოთ სიახლეები, ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები.

ვაჩვენოთ ჩვენს სკოლაში ამ მიმართულებით განხორციელებული ინოვაციები. ბლოგი მოიცავს ტექსტურ, გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალებს. აქ წარმოდგენილი ჩანართები და ლინკები საშუალებას გვაძლევს სრაფად მოვახდინოთ და განვახორციელოთ წვდომა ყველა საგანმანათლებლო და შესაბამისად საჭირო კომპეტენციის ცენტრებთან თუ ვებ-გვერდებთან.

ბლოგი ერთგვარი მოტივატორიც არის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

ჩატარებული აქტივობები


საგანი - ისტ
პედაგოგი; ირინა მარკოზაშვილი
ანგარიში
2017-2018 სასწავლო წელი
იანვარი-ივნისი
კლასები: 5ა; 5ბ; 5გ; 5დ; 6ა; 6ბ; 6გ.
მიმდინარე წელს აღნიშნულ კლასებში ვასწავლი ისტ -საგანს:
სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
გაკვეთილს ყოველთვის წინასწარ ვგეგმავდი  მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნებითა და მსვლელობით, რომელიც შეესაბამება ესგ­-ს
მოსწავლე გააზრებულად ერთვებოდა  ამა თუ იმ დავალების შესრულებაში/საკლასო აქტივობაში, რადგან იცოდა , თუ რა მიზანს ემსახურება ისინი.
მოსწავლეების ცოდნის პროგრესის მიზნით და მათი 21-ე საუკუნის უნარების გასავითარებლად ვახორციელებდი დამატებითი პროგრამების ტრანსფერს პროგრამულთან და განვახორციელეთ დამატებითი  აქტივობები:
1.      აქტივობების ურთიერთგაცვლისათვის და უკუკავშირისათვის ვიყენებდით საკომუნიკაციოთ ქსელურ პროგრამას Edmodo.com -
2.      შევქმენით ჩვენი ლოგო LogoMaker-პროგრამებში
3.      მოვახდინეთ  კლასებში ბიზნეს-იდეების დამუშავება და განხორციელება
4.      შევქმენით ბლოგი სადაც დეტალურად გვაქვს აღწერილი ყველა საჭირო ინფორმაცია
5.    https://digitalcitizen108.blogspot.com - ბლოგი მოსწავლეებისათვის
6.      ჩამოვაყალიბეთ სასკოლო კლუბი ,,ციფრული მოქალაქე“ 44 მოსწავლის შემადგენლობით და საწრეო ჯგუფი ,,კოდინგი“ პროგრამირების საფუძვლების შესასწავლად, რომლის მუშაობის პრინციპი განვახორციელეთ ონლაინ რეჟიმში და ჩვენი პარტნიორები იყვნენ როგორც ,,ხანის აკადემია“ ასევე ,,მაიკროსოფტი“.
7.    Animoto-ს პროგრამის გამოყენებით მოსწავლეებმა შექმნეს სხვადასხვა თემებზე საინტერესო ვიდეო-მასალა.
8.      შევქმენით კოლაჟები, პოსტერები და პლაკატები როგორც ელექტრონული ვერსიით ასევე ფორმატებზე.
9.      განვახორციელეთ ,,pizap”-ის შესწავლა თემატიკის შესაბამისი ინტეგრირებული პროდუქტის წარმოდგენით.
10.  My Map-ის ელემენტების გამოყენებით მოსწავლეებმა შეძლეს მსოფლიოს ნებისმიერი ლოკაციის ადგილების დადგენა და რუკების შექმნა, მისი განთავსება ბლოგზე.
11.  Google  -ის ფორმების გამოყენებით ჩავატარეთ ონლაინ გამოკითხვა ,,ინტერნეტზე დამოკიდებულების’“ შესახებ და გავავრცელეთ სოციალურ ქსელში.
12.  განვახორციელეთ ე.წ. ,,ელექტრონული წიგნების“ შექმნა  იგავ-არაკების გაცოცხლებით და განვათავსეთ ბლოგზე. 
13.  ,,შევისწავლეთ“ კომპიუტერის დახმარებით ,,ორიგამის ხელოვნება“ და მოვაწყეთ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა კლასში და ბლოგზე.
14. გამოვიყენეთ და დავამუშავეთ Mind Master.
15. მოვაწყეთ ვიქტორინა ახალ ტექნოლოგიებზე და ,,იღბლიანი ბორბალი“
16.  შევქმენით ჩვენი მუშაობის ამსახველი ბუკლეტები და პლაკატები. ელექტრონული ვერსია და ყველა რესურსი ატვირთული გვაქვს ბლოგზე.
17.  მოვაწყეთ საინფორმაციო ვიზიტი  საქართველოს ტექნოპარკის ,,ფაბლაბში“ სადაც მოსწავლეები გაეცნენ უახლეს ტექნოლოფიებს და სტარტაფებს.

http://iramark2001-teacher.blogspot.comჩემი როგორც პედაგოგის ბლოგი
სასწავლო გარემო - გაკვეთილზე ყოველთვის ვცდილობ  მქონდეს  პოზიტიური საკლასო გარემო. მოსწავლეს შუძლია საკუთარი აზრის გამოხატვა. პატივს ვცემთ  ეთნიკურად განსხვავებულ და  სსსმ -ს მქონე მოსწავლეებს.
ვიყენებ აქტიური მოსმენის სტრატეგიებს, ვსვავ დამადასტურებელ კითხვებს და .. საუბრისას ყურადღებას ვაქცევ ჩემს ლექსიკას და სახის გამომეტყველებას, ჟესტიკულაციას, ჩემვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ღირებულება.
მოსწავლეთა ჩართულობა და ქცევის წესები:
საგაკვეთილო პროცესში ვცდილობ მოსწავლეებმა ისწავლონ  ქცევის თვითრეგულაცია. შემუშავებული გვაქვს ქცევის წესები და პროცედურები, რომლის მნიშვნელობაც მოსწავლეებმა წინასწარ იციან, მაგ: სამი ტაშის მნიშვნელობა ან რას ნიშნავს აწეული ხელი. და ა.შ.  ყოველ გაკვეთილზე თითოეულ მოსწავლეს უწევს როლური თამაშის ,,დამხმარე პედაგოგის “ როლის გათავისება. მქონდა ხშირი საუბრები განსხვავებულ თემებზე ქცევებთან დაკავშირებით. ბულინგზე და მოკლე ფილმების ჩვენება.
აგრეთვე - განვახორციელე
#
საჭიროება
აქტივობა
პერიოდი
აქტივობის განხორციელების ინდიკატორი
შენიშვნა

მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების ს განვითარების ხელშესაწყობად საჭირო სტრატეგიების ფლობა
დისკუსია - 21-ე საუკუნე და თანამედროვე ტექნოლოგიები
(დისკუსიას თან ახლავს ფოტო-გამოფენა)
თებერვალი
2018
შეფასების რუბრიკები


დამოუკიდებელი მუშაობის და კოგნიტური უნარის განვითარება. მეტაკოგნეციის ხელშეწყობა.
Etwining –ის პორტალზე ჩართვა
კომუნიკაციის ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება ევროპელ კოლეგებთან

პროექტი ,,კვლევა-ინტერნეტზე დამოკიდებულება“
პროექტის ჩართვა პორტალზე
მთელი წელი
რუბრიკები
ჩეკლისტები
თვითშეფასება
პროცესის მონიტორინგი
კოლეგების უკუკავშირი
თვითშეფასების ცხრილი






სწავლა-სწავლების ხელშეწყობა
თვითრეგულირებისა და წახალისების სტრატეგია
ვიქტორინა
,,იცით თუ არა რომ“
ყოველთვიური
მონიტორინგის მიზნით
პროცესის მონიტორინგი
კოლეგების უკუკავშირი
თვითშეფასების ცხრილი

მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება და მათი თვითგანვითარების ხელშეწყობა
ელექტრონული რესურსები (ვიდეო და ელექტრონული სასწავლო მასალები)
2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში
(ინტენსიური)
რუბრიკა
რეფლექსია


მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დასადგენად კომუნიკაციის სტრატეგიების ფლობა
(edmodo.com გამოყენება განმავითარებელი სტრატეგიებისათვის) და კომუნიკაციისთვის
edmodo.com-ში რეგისტრაცია, მუშაობის სტრატეგიების გაცნობა მოსწავლეებისათვის და მშობლებისათვის. განმავითარებელი დავალებებით და მითითებებით სარგებლობა, უკუკავშირი ამ ელ. კომუნიკაციით. (ახალი კლასების დამატება)


რეგისტრაციის დასრულება 2017-2018 სექტემბრიდან
Edmodo -ს გამოყენება მთელი წლის განმავლობაში)
თვითშეფასება
ჩეკლისტები
კოლეგების უკუკავშირი

კვლევა - edmodo-ს როლი განმავითარებელი სტრატეგიებისათვის

მოსწავლეთა წარმატება-წარუმატებლობის მონიტორინგის პროგრესისა და მათი მდგომარეობის უკეთ გასაცნობად  მშობლებთან ურთიერთობისა და მეტი კომუნიკაციისათვის გამოვიყენო სოციალური ქსელი და  edmodo.com, რაც ასევე საუკეთესო  საშუალებაა მასალების გადაგზავნისა და ტესტებისათვის. შევქმნა   edmodo.com-ში ჯგუფები სადაც შეიძლება პასიურ ან შედარებით ჩამორჩენილ მოსწავლეებს გავუზიარო დამატებით სავარჯიშო მასალა რათა კლასისაგან განსხვავებით არ იყვნენ დროში შეზღუდული და ჰქონდეთ საკუთარი ტემპით მუშაობის საშუალება.
განმავითარებელი სამუშაოების ელ ბანკის შექმნა
2017  სექტემბრიდან  -2018 წლის
მაისის ჩათვლით
თვითშეფასების რუბრიკები

სასწავლო პროცესის დაგეგმვა:
გაკვეთილს ყოველთვის წინასწარ ვგეგმავ მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნებითა და მსვლელობით, რომელიც შეესაბამება ესგ­. ასევე ვითვალისწინებ სხვადასხვა ფაქტორებს. ვითვალისწინებ თუ გაკვეთილის მსვლელობის რომელ ფაზაზე რომელი აქტივობა გამოვიყენო. ვიცავ გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის ძირითად კომპონენტებს. გაკვეთილზე საჭიროებისამებრ ვახდენ მოდიფიცირებას. მოსწავლეტა შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვგეგმავ კლასგარეშე აქტივობებსაც. ვითვალისწინებ საკითხებან დაკავშირებულ განსხვავებულ აზრებსაც. ვიყენებ ინფორმაციის მიწოდების სხვადასხვა ფორმებს. მაგ: ისტ­, ფლიფჩარტებს, ცხრილებს, ქსელს. და .. წინარე ცოდნისა და საჭიროებების დასადგენად ვიყენებ მრავალფეროვანი შეფასების მეთოდებსა და სტრატეგიებს.
მოსწავლე გააზრებულად ერთვება ამა თუ იმ დავალების შესრულებაში/საკლასო აქტივობაში, რადგან იცის, თუ რა მიზანს ემსახურება ისინი. მოსწავლეებს ვუხსნი გაკვეთილის / სასწავლო აქტივობის მიზანს და მოსალოდნელ შედეგებს.
სწავლება: მასალის/ინფორმაციის მიწოდების დროს მოსწავლეებთან ვამყარებ ეფექტურ ვერბალურ კომუნიკაციას: ვესაუბრები მათთვის გასაგები ენით, ვუსმენ და ვითვალისწინებ მათ მოსაზრებებს, არგუმენტებს/კონტრარგუმენტებს, საუბრისას ვირჩევ შესაბამის ინტონაციას, საჭიროებისამებრ ვცვლი საუბრის ტემპს და ა.შ.
ვიყენებ ინფორმაციის ორგანიზების სხვადასხვა მეთოდს (მათ შორის, გრაფიკულ მაორგანიზებლებს)
შეფასება - მიმდინარე განმავითარებელი შეფასეებების მრავალფეროვანი ინსტრუმენტების მიზნით შექმნილი მაქვს შეფასებების სხვადასხვა ფორმრბის ნუსხა.

No comments:

Post a Comment