სიახლეები და საჭირო ლინკები

ბლოგის მიზანია:

დაინტერესებულ მოსწავლეებს, მასწავლებელებს თუ სხვა ისტ -მიმართულებით დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ ჩვენი საქმიანობები, აქტივობები პროექტები , ვიდეო რესურსები, გამოვაშუქოთ სიახლეები, ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები.

ვაჩვენოთ ჩვენს სკოლაში ამ მიმართულებით განხორციელებული ინოვაციები. ბლოგი მოიცავს ტექსტურ, გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალებს. აქ წარმოდგენილი ჩანართები და ლინკები საშუალებას გვაძლევს სრაფად მოვახდინოთ და განვახორციელოთ წვდომა ყველა საგანმანათლებლო და შესაბამისად საჭირო კომპეტენციის ცენტრებთან თუ ვებ-გვერდებთან.

ბლოგი ერთგვარი მოტივატორიც არის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

Sunday, October 16, 2022

სკოლის რობოტიქსის კლუბი

 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი EPAM Georgia-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში . გუშინ , 15 ოქტომბერს, ილიაუნის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე, ჩვენს -108 საჯარო სკოლის რობოტიქსის კლუბს გადაეცა M- BOT რობოტები. მადლობა რობოტებისათვის.

ფოტოების სანახავად დააჭირეთ აქ

რობოტიკების ფეისბუქგვერდის სანახავად დააჭირეთ რობოტიკების სურათს


 


Sunday, July 3, 2022

ჩვენს მიერ შექმნილი ,,scratch" - ის რესურსები

 სკრეჩის მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ ინტერაქტიული ამბები, თამაშები, მულტფილმები, გაუზიაროთ თქვენი შემოქმედება სხვებს, ეს პროგრამა ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას და 21 საუკუნის უნარების განვითარებას, . კოდების გამოყენებით შესაძლებელია ანიმაციების შექმნა.

სკრეჩის გამოყენებით შექმნილი რესურსების  - ვიდეო გაკვეთილების ნახვა შეგიძლიათ ნახოთ არხზე:

https://www.youtube.com/user/iramark2001/videos