სიახლეები და საჭირო ლინკები

ბლოგის მიზანია:

დაინტერესებულ მოსწავლეებს, მასწავლებელებს თუ სხვა ისტ -მიმართულებით დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ ჩვენი საქმიანობები, აქტივობები პროექტები , ვიდეო რესურსები, გამოვაშუქოთ სიახლეები, ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები.

ვაჩვენოთ ჩვენს სკოლაში ამ მიმართულებით განხორციელებული ინოვაციები. ბლოგი მოიცავს ტექსტურ, გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალებს. აქ წარმოდგენილი ჩანართები და ლინკები საშუალებას გვაძლევს სრაფად მოვახდინოთ და განვახორციელოთ წვდომა ყველა საგანმანათლებლო და შესაბამისად საჭირო კომპეტენციის ცენტრებთან თუ ვებ-გვერდებთან.

ბლოგი ერთგვარი მოტივატორიც არის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

Sunday, March 3, 2019

კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება


108 საჯარო სკოლის ისტ-ის პედაგოგის ირინე მარკოზაშვილის მიერ განხორციელდა  კოლეგებთან შეხვედრების ორგანიზება.
შეხვედრის თემები იყო:

შეხვედრა განხორციელდა  5.02.2019; 7.02.2019; 12.02.2019; 14.02.2019; 19.02.2019; 21.02.2019;

1.      საგანმანათლებლო სოციალური ქსელი “ Edmodo” - ს შესაძლებლობები და მისის გამოყენება სასწავლო პროცესში.

      2.      Hangout - აპლიკაციის, როგორც სხვადასხვა მიზნობრივი კომუნიკაციისა და ვიდეო-კონფერენციის საშუალება.
       3.      ვიდეო-რესურსების შექმნისათვის  Move Live Maker-ის ინსტრუმენტის გაცნობა და სასწავლო პროცესში გამოყენება.
          დანართი 1. 

       დააჭირეთ ლინკს-
     შეხვედრის მიზნები
     
                          შეხვედრის მიზანი:
·         მასწავლებელთა პროფესიული უნარების განვითარება და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნება:
·         ისტ- ის ინტეგრირება სასწავლო პროცესში
·         ვირტუალური საკლასო ოთახის გამოყენებით მოსწავლეებისათვის სწავლა-სწავლების პროცესის განსხვავებული მოდელის შეთავაზება და კომპიუტერთან დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
·         საგანმანათლებლო-სოციალური ქსელის “ Edmodo” - ს შესწავლა და მისი საგაკვეთილო პროცესში ჩართვის შესაძლებლობების გარკვევა, საგნებთან ინტეგრირება.
·         მასწავლებლების მიერ მოსწავლეებთან კოლეგებთან მშობლებთან კომუნიკაციის ხარისხის შესაძლებლობა.
·         “ Edmodo” - ს როგორც ვირტუალური ოთახის შესაძლებლობების ინტეგრირება სწავლა-სწავლების შეფასების განხორციელებაში.
·         მასწავლებელი-მოსწავლის ინტერაქციის ხელშეწყობისათვის Hangout - აპლიკაციის შესწავლა
·         ციფრული და მედია წიგნიერების კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობისათვის Move Live Maker-ის ინსტრუმენტების გამოყენებით ვიდეო-გაკვეთილის მომზადება



Saturday, December 15, 2018

ფიროსმანი და ჩვენ

ჩვენი მოსწავლეები შეეცადნენ გაეცოცხლებინათ ნიკო ფიროსმანის ნახატები ანიმაციის დახმარებით და წარმოედგინათ თქვენთვის.


Wednesday, April 11, 2018

კოდინგი




მოსწავლეები შეისწავლიან ვებ პროგრამირების ენის Javascript-ის საფუძვლებს. შეძლებენ ალგორითმების შედგენასა და მარტივი ფიგურებით რთული დიზაინებისა და ანიმაციების შექმნას.
შეისწავლიან HTML და CSS ენებს და მათი დახმარებით შეძლებენ ვებ გვერდების შექმნას. ისწავლიან JavaScript ბიბლიოთეკის jQuery-ის გამოყენებასა და ინტერაქტიული ვებ საიტების გაკეთებას.

კურსის ბოლოს მოსწავლეებს ეცოდინებათ ისეთი ცნებები, როგორიცაა ალგორითმი, მარტივი და ჩადგმული ციკლები. ლოგიკური ოპერატორები, ცვლადები, მასივები და მათი გამოყენება. მარტივი ვებ პროგრამების შექმნა და დებაგი. ვებ საიტების შექმნის ტენოლოგიური ციკლი და აუცილებელი ენები. შეძლებენ HTML ელემენტებზე მიბმული JavaScript მოვლენების (events) დაპროგრამებასა და მარტივი ინტერაქტიული გვერდების გაკეთებას.


ვიდეოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა  შეასრულებენ გამოწვევებს, ხოლო პროექტები მიეცემათ  სახლში შესასრულებლად. .
დააჭირეთ ლინკს