სიახლეები და საჭირო ლინკები

ბლოგის მიზანია:

დაინტერესებულ მოსწავლეებს, მასწავლებელებს თუ სხვა ისტ -მიმართულებით დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ ჩვენი საქმიანობები, აქტივობები პროექტები , ვიდეო რესურსები, გამოვაშუქოთ სიახლეები, ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები.

ვაჩვენოთ ჩვენს სკოლაში ამ მიმართულებით განხორციელებული ინოვაციები. ბლოგი მოიცავს ტექსტურ, გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალებს. აქ წარმოდგენილი ჩანართები და ლინკები საშუალებას გვაძლევს სრაფად მოვახდინოთ და განვახორციელოთ წვდომა ყველა საგანმანათლებლო და შესაბამისად საჭირო კომპეტენციის ცენტრებთან თუ ვებ-გვერდებთან.

ბლოგი ერთგვარი მოტივატორიც არის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

Sunday, February 18, 2018

ჩვენს მიერ შექმნილი კლუბი ,,ციფრული მოქალაქე" აქტიურად არის ჩართული როგორც  სასკოლო ცხოვრებაში ასევე  Logo ---   პორტალზე.

,,ციფრული მოქალაქე"  წარმატებით ახორციელებს ინოვაციურ აქტივობებს. ჩვენი ბლოგის სანახავად
დააჭირეთ ლინკს 






ჩვენმა კლუბმა ,,ციფრული მოქალაქე" განვახორციელეთ  თამაში ,,იღბლიანი ბორბალი"
დააჭირეთ ლინკს








Wednesday, January 10, 2018

ჩვენ ვახორციელებთ პროექტს ,, წიგნი თუ კომპიუტერი"
 Etwinning - პორტალზე. აქტივობებს ვაზიარებთ Edmodo - ს დახმარებით.
დააჭირეთ ლინკს




Saturday, September 26, 2015

სასწავლო პროცესის პროგრესი დღეს წარმოუდგენელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე.გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ საგანმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები 21-ე საუკუნის პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ: ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, საგანთა ინტეგრირებას. შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.ისტ-ი გვეხმარება თვალსაჩინოებების შექმნაში, რომლებიც საჭიროა პროცესებისა და აქტივობების უკეთ აღქმაში. ისტ-ის გამოყენება დაგვეხმარება ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენაში. ისტ-ის უნარების გარეშე წარმოუდგენელია დღეს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება, ახლის ძიება, ინფორმაციასთან თუ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისათვის და ამავდროულად ჩვენი პროგრესის თვითმონიტორინგისათვის.


საინტერესო გვერდები