სიახლეები და საჭირო ლინკები

ბლოგის მიზანია:

დაინტერესებულ მოსწავლეებს, მასწავლებელებს თუ სხვა ისტ -მიმართულებით დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ ჩვენი საქმიანობები, აქტივობები პროექტები , ვიდეო რესურსები, გამოვაშუქოთ სიახლეები, ჩემი და ჩემი მოსწავლეების მიერ შექმნილი სასწავლო რესურსები.

ვაჩვენოთ ჩვენს სკოლაში ამ მიმართულებით განხორციელებული ინოვაციები. ბლოგი მოიცავს ტექსტურ, გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალებს. აქ წარმოდგენილი ჩანართები და ლინკები საშუალებას გვაძლევს სრაფად მოვახდინოთ და განვახორციელოთ წვდომა ყველა საგანმანათლებლო და შესაბამისად საჭირო კომპეტენციის ცენტრებთან თუ ვებ-გვერდებთან.

ბლოგი ერთგვარი მოტივატორიც არის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის.

Wednesday, April 11, 2018

კოდინგი




მოსწავლეები შეისწავლიან ვებ პროგრამირების ენის Javascript-ის საფუძვლებს. შეძლებენ ალგორითმების შედგენასა და მარტივი ფიგურებით რთული დიზაინებისა და ანიმაციების შექმნას.
შეისწავლიან HTML და CSS ენებს და მათი დახმარებით შეძლებენ ვებ გვერდების შექმნას. ისწავლიან JavaScript ბიბლიოთეკის jQuery-ის გამოყენებასა და ინტერაქტიული ვებ საიტების გაკეთებას.

კურსის ბოლოს მოსწავლეებს ეცოდინებათ ისეთი ცნებები, როგორიცაა ალგორითმი, მარტივი და ჩადგმული ციკლები. ლოგიკური ოპერატორები, ცვლადები, მასივები და მათი გამოყენება. მარტივი ვებ პროგრამების შექმნა და დებაგი. ვებ საიტების შექმნის ტენოლოგიური ციკლი და აუცილებელი ენები. შეძლებენ HTML ელემენტებზე მიბმული JavaScript მოვლენების (events) დაპროგრამებასა და მარტივი ინტერაქტიული გვერდების გაკეთებას.


ვიდეოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა  შეასრულებენ გამოწვევებს, ხოლო პროექტები მიეცემათ  სახლში შესასრულებლად. .
დააჭირეთ ლინკს