სასწავლო პროცესის პროგრესი დღეს წარმოუდგენელია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე.გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ საგანმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები 21-ე საუკუნის პიროვნების ჩამოსაყალიბებლად. სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ: ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას, საგანთა ინტეგრირებას. შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე
დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.ისტ-ი გვეხმარება თვალსაჩინოებების შექმნაში, რომლებიც საჭიროა პროცესებისა და აქტივობების უკეთ აღქმაში.
ისტ-ის გამოყენება დაგვეხმარება ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენაში. ისტ-ის უნარების გარეშე წარმოუდგენელია დღეს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება, ახლის ძიება, ინფორმაციასთან თუ საზოგადოებასთან კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისათვის და ამავდროულად ჩვენი პროგრესის თვითმონიტორინგისათვის.
საინტერესო გვერდები
საინტერესო გვერდები
- რჩევები პედაგოგებს
- ელექტრონული ბიბლიოთეკა
- ბუკები უყვართ ბავშვებს
- განწყობის თეორია
- ჯონ დიუი
- სკინერი
- როჯერსი
- პიაჟე
- პერკინსი
- მასლოუ
- კოლბერგი
- ვიგოცკი
- ბრუნერი
- ბლუმი
- გარდნერი
- ბანდურა
- მომავლის კომპიუტერი
- მომავლის ტექნოლოგიები
- ეფექტური პრეზენტაცია
- პრეზენტავიის ძირითადი ხერხები და პრინციპები
- გაკვეთილის ორგანიზების სამფაზიანი მოდელი
- ელექტრონული თამაშები სასწავლო პროცესში